დათო ევგენიძე, რომელსაც საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა, „პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არასდროს ჰქონია სურვილი, ეს ქალაქი მიეტოვებინა:
„თბილისი, საერთოდ, ჩემთვის ის ქალაქია, რომელსაც ვერასდროს მივატოვებდი და ამაზე არც მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ საოცარი შესაძლებლობები მქონდა, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა. ამ ქალაქს ვერასდროს დავთმობდი, რადგან ამაზე მეტად არაფერი მიყვარს… მართლა დედაქალაქია და მშობელია შენი და ძალიან საპასუხისმგებლოა, როცა საპატიო მოქალაქის წოდებას გაძლევენ. კიდევ უფრო მეტს მოითხოვს შენგან, რომ ამ ქალაქისთვის მეტი გააკეთო…“