დათო კენჭიაშვილი „დღის პოსტს“ სტუმრობდა, სადაც რთულ პერიოდებსა და დაბრკოლებებზე ისაუბრა:
„შეიძლება, ამას ბულინგი დავარქვათ – ეს რას მღერის, ამას როგორ მოვუსმენ… როგორც ხელოვანს, მარტო მე არ გამომივლია ეს, მაგრამ ჩემთან ალბათ, უფრო მეტი დოზით მოდიოდა, ვფიქრობ, არც ერთმა ხელოვანმა არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. უნდა იაროს მხოლოდ და მხოლოდ წინ. მთავარი დაბრკოლება ალბათ უფრო ეს იყო. ეს უდიდესი ტრავმაა… იყო მცდელობა, რომ დამენებებინა თავი სიმღერისთვის. მათმა ასეთმა ცუდმა დამოკიდებულებამ ჩემდამი ძალიან იმოქმედა, სიმართლეს გეტყვით, ამას ვერ გავუძელი და ვაპირებდი თავის დანებებას, მაგრამ ჩემი მეგობრების, ოჯახის, მუსიკოსების წყალობით, გვერდში დგომით და დახმარებით, ვფიქრობ, რომ გავედი სამშვიდობოს…
ახლა სიამაყით ვიხსენებ ყველაფერს, რაც მაშინ იყო…