LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – დათო ტურაშვილი: „სინამდვილეში შინ ვბრუნდებით, ეს არის ჩვენი უძველესი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენი ღირებულებები დაედო საფუძვლად და შემდეგ ევროპული დაერქვა, უნიკალური ხალხი ვართ“

157
BeFunky-collage

მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდებით შინ ბრუნდება.

ამის შესახებ დათომ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ რთული გზა აირჩია.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, ძალიან რთული იქნება ევროკავშირში, პირიქით ხალხო, არავინ არ მოგატყუოთ. ჩვენ ვირჩევთ ურთულეს გზას. მაგრამ გენიალური ანდაზა გვაქვს – „გრძელი გზა აირჩიე და შინ მშვიდობით მიდიო.“

სინამდვილეში შინ ვბრუნდებით ეს არის ჩვენი უძველესი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენი ღირებულებები დაედო საფუძვლად და შემდეგ ევროპული დაერქვა, ჩვენ ვართ ფუძემდებელი ყველა გაგებით იქნება ეს: ღირებულებების, ლიტერატურის, არქიტექტურის თუ მუსიკალური კულტურის მხრივ, უნიკალური ხალხი ვართ,“ – ამბობს დათო ტურაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები