შემთხვევა კალიფორნიაში „ქინგს ბიჩის“ სიახლოვეს მოხდა. ქუჩაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, თუ როგორ მივიდა გაჩერებულ ავტომობილთან დათუნია, კარები გახსნა და შიგნით შებრძანდა. ამ დროს გარეთ თოვდა და როგორც ჩანს ცხოველი სიცივეს დაემალა. ამ დროს ავტომობილის მფლობელი იქვე იმყოფებოდა, თუმცა სანამ დათვმა ტერიტორია არ დატოვა მანქანასთან მიახლოებას ვერ ბედავდა. იქვე მყოფი სხვა მძღოლებიც ძალიან შეშინდნენ და მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ.
A curious bear was seen lumbering up to a black SUV, pulling on the front door’s handle and then climbing inside the vehicle, which was parked in a Tahoe, California, driveway. pic.twitter.com/RqiZCxzUeY
— NBC News (@NBCNews) November 28, 2019
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის ტყეებში ბევრი დათვი ცხოვრობს და ზამთარში, საკვების საძიებლად ისინი დასახლებულ ტერიტორიაზე გამობოდიალდებიან ხოლმე. ავტომობილებში შეჭრის შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია.
Bears are hungry & looking for food as they are getting ready for hibernation. Don’t leave food in the car, lock your car doors & secure garbage in bear proof containers! This #bear got into an unlocked car & couldn’t get back out. Thankfully, deputies were able to free him. pic.twitter.com/nlVktNqKnO
— Placer Sheriff (@PlacerSheriff) November 20, 2019