LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დათვმა ავტომობილის სალონი მთლიანად გაანადგურა

92
bearinthecar

კალიფორნიის შტატის შერიფის ოფისმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ყველგანმავალში ჩაკეტილი დათვია გადაღებული. პოლიციელებს მთელი სპეც–ოპერაციის ჩატარება მოუხდათ, რათა დათვი გარეთ გამოეყვანათ, შემდეგ კი განადგურებული სალონიც გადაიღეს.

შემთხვევის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. უცნობია, თუ როგორ მოახერხა დათვმა ჩაკეტილ ავტომობილში შეღწევა.

ცხოველი უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა და ხმაური დაიწყო. ადგილობრივებმა უჩვეულო ხმები გაიგეს და მაშინევ პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებს მინის ჩამტვრევა მოუხდათ, რათა დათვს დამოუკიდებლად გადმოსვლა შეძლებოდა. თუმცა, მანამ სანამ ის ავტომობილში იყო, დრო ფუჭად არ დაუკარგავს და საჭმლის ძიებაში მთელი სალონი გაანადგურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები