როგორია 103 წლის ულფეთ ბებოს ყოველდღიურობა? უსაყვარლეს ბებოს აჭარაში „ნანუკას შოუ“ ესტუმრა.
ულფეთ ბებო ამბობს, რომ არაჩვეულებრივი სმენა და მხედველობა აქვს, ჰყავს 15 შვილიშვილი და 33 შვილთაშვილი.
„ძველებს დაურქმევიათ ეს სახელი ჩემთვის, მე ხომ აღარ შევცვლიდი, მომწონდა ჩემი სახელი, უბრალოდ სახელია, რაც უნდა ის მერქვას, რა არის? – ამბობს 103 წლის ბებო.
ულფეთ ბებომ გადაცემაში თავისი ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა და თქვა, რომ სამი შვილი გარდაეცვალა:
„15 შვილიშვილი და 33 შვილთაშვილი მყავს, სამი შვილი გარდამეცვალა, დავბერდი ძალიან და მაგაზე ვფიქრობ. ნახევარი ჭკუა აღარ მაქვს. გავდივარ შემოვდივარ ჩემით დავიარები, ღმერთს მადლობა… ადრე ცუდი იყო ახლა კარგი ცხოვრებაა“ – ამბობს ულფეთ ბებო.
103 წლის ულფეთ ბებო – აჭარიდან ❤103 წლის ულფეთ ბებო – აჭარიდან ❤ ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024