LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დავიძინე, რომ გავიღვიძე დამხვდა გია ყანჩელის 3 გამოტოვებული ზარი..“ – როგორ შეცვალა გია ყანჩელის სატელეფონო ზარმა ნუცა თოფურიას ცხოვრება?

735
Untitled design (17)

როგორ შეცვალა გია ყანჩელის სატელეფონო ზარმა ნუცა თოფურიას ცხოვრება? – საკითხზე მომღერალი გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ საუბრობს.

ნუცა მიიჩნევს, რომ გია ყანჩელის პირადი თხოვნით, მისი სიმღერის შესრულება მის კარიერაში მთავარი წარმატებაა.

„ერთ-ერთ პროექტში კასტინგზე შევასრულე ყვითელი ფოთლები, მაშინ 18 წლის ვიყავი, რამდენიმე დღის შემდეგ მირეკავს პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი და მეუბნება გია ყანჩელი დაგირეკავს.. ეს იყო ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული რამ..

დავიძინე, რომ გავიღვიძე დამხვდა გია ყანჩელის 3 გამოტოვებული ზარი, დაუფიქრებლად გადავურეკე..

მეუბნება ასეთ ფრაზას: „ნუცა დიდხანს თავს არ შეგაწყენ, ძალიან მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა და მე მაქვს დიდი სურვილი, რომ ყვითელი ფოთლები შენ შეასრულოო,“ – ამბობს ნუცა თოფურია.

ვიდეო: „ნიჭის აფეთქება“ – თედო ბექაურისა და ნუცა თოფურიას დუეტი, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ვიდეო: „სუპერ წყვილი, სუპერ ცეკვა“ – ნუცა თოფურიას და იაკობ ყუფუნიას შესრულებული „ჯუთა“ და აღფრთოვანებული მაყურებელი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები