LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დავქორწინდი 17 წლის ასაკში, არ ვიყავი სრულწლოვანი“ – მარიამ გულბანი „იმედის“ ეთერში საუბრობს, აპატია თუ არა ყოფილ მეუღლეს ძალადობა

274
2025-10-14_00-25-05_250190

მომღერალი მარიამ გულბანი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მან ასევე გაიხსენა ყოფილი მეუღლე და მასთან ერთად გატარებული წლები. როგორც მარიამი ამბობს, იგი წელიწადზე მეტი ძალადობის მსხვერპლი იყო.

„ამ თემაზე საუბარი ჩემთვის საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, ბევრი ქალი დამდგარა ამ სირთულის წინაშე. დავქორწინდი 17 წლის ასაკში, არ ვიყავი სრულწლოვანი, ოჯახი რა თქმა უნდა მეწინააღმდეგებოდა, ჩემი ნებით გავთხოვდი. ვიყავი თავხედი ბავშვი, რასაც ვამბობდი ვაკეთებდი, საშინლად თავნებური ვიყავი.

გამოვაცხადე და წავედი. თანაცხოვრებაში ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რაც არ ვიცოდი, მაგალითად იყო ძალიან ეჭვიანი, ჩემზე დიდი იყო ასაკით. იყო ფსიქოლოგიური მოძალადე, ფიზიკურიც და რაც კი ძალადობა არსებობს, ყველაფერი“, – ამბობს მარიამ გულბანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g