ცნობილი ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი „პირველი არხის“ ეთერში საუბრობს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილებთან ხშირი კონტაქტი, დაღლილობის მიუხედავად:
„დაწყებით კლასებსა და უფრო ადრეულ ასაკზე გვაქვს საუბარი, იქ მნიშვნელოვანია რუტინისა და დისციპლინის უკვე ქონა. დავაწესოთ, შევთანხმდეთ დროებზე, რომ უსაზღვროდ არ იყოს ბავშვი ინტერნეტთან. როცა უკვე წამოიზარდა და გარდატეხის ასაკშია, აქ აღარ გამოდის დირექტიული მიდგომები. ამ დროს კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ… ხშირად თვალს ძლივს ვახელ, ისეთი დაღლილი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი რომ მოდის, გამოვიფხიზლებ თავს და ვცდილობ, ვიყო კონტაქტში და ვესაუბრო. ხშირად ისეთ რამეს ამბობს, სრულიად სხვა მოსაზრება მაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ შემწყნარებელი განსხვავებული აზრის მიმართ. ეს ბავშვებთან კი არა, ერთმანეთთან გვიჭირს. დიალოგი და კონტაქტი, ძალიან მნიშვნელოვანია. კონტაქტი, კონტაქტი და კონტაქტი – ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ისინი გვზრდიან, მივიღოთ ეს აღზრდა და ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა იქნება…“