LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა 59 წლის ასაკში დაიღუპა… ჩემს თვალწინ მანქანამ დაარტყა… მეგონა, სამყარო საერთოდ დასრულდა… დღესაც ჩამესმის ჩემი შემზარავი ხმა „არ გადააფაროთ, ხელი არ მოკიდოთ!“ – ნინო მეუნარგია „იმედის“ ეთერში დედის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

407
ნინო მეუნარგია 111

ჟურნალისტი ნინო მეუნარგია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „სხვა რაკურსი“ სტუმრობს, სადაც დედის გარდაცვალებაზე და საუბრობს. 

„დედაზე საუბარი მიჭირს იმიტომ, რომ ჩემი დიდი ბედნიერება და ძალიან დიდი ტკივილია. მე დედა მენატრება, დედასთან ჩახუტება მენატრება… რაც დრო გადის მე ამ მონატრებას ვერ ვერევი. გამიგებენ ის ადამიანები, რომლებსაც დედა აღარ ჰყავთ.

იმ მომენტში, როდესაც დედა 59 წლის ასაკში დედა ტრაგიკულად დაიღუპა… და ეს მოხდა ჩემს თვალწინ, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. მე მეგონა, რომ სამყარო საერთოდ დასრულდა… ჩემი არსებობა სამყაროში დასრულდა… ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. 

დღესაც ჩამესმის ჩემი შემზარავი ხმა „არ გადააფაროთ, ხელი არ მოკიდოთ!“.

„დედის პირველ პანაშვიდზე მომიწია სასამართლო პროცესზე მისვლა…ვუყურებდი დედის მკვლელს, მაგრამ ვერ გავიმეტე…“ – ნინო მეუნარგიას ოჯახური ტრაგედია

იმ წამებში, როდესაც მე მეგონა, რომ ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდი, ისევ დედის სიტყვებმა მიშველა. სულ მეუბნებოდა – „ნინო, დადგება წამი, როდესაც მე შენთან ფიზიკურად აღარ ვიქნები, მაგრამ ჩემი სიყვარულის ენერგია იქნება და იმ მომენტში არ იფიქრო ჩემზე, იმ მომენტში იფიქრე მხოლოდ შენ შვილებზე. შენ დედა ხარ, მხოლოდ იმ წამს იფიქრე შვილებზე!“ – ამ სიტყვებმა იმ წამს მე დამიცვა. ამ სიტყვებმა გადამარჩინა. 

დედას ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგიზმი იყო და მან იცოდა, რომ ტრაგიკულად დაასრულებდა თუმცა, ასე თუ მოხდებოდა, რა თქმა უნდა ვერავინ იფიქრებდა…“, – აცხადებს ნინო მეუნარგია. 

ნინო მეუნარგია: „ჩემს ქმარს გაუჭირდა შვილის ავადმყოფობის გადატანა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად დავძლიეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები