ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის – „ნოესთან“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი მომღერალი მარიამ შენგელია იქნება. გადაცემა ეთერში 30 მარტს გავა.
მარიამ შენგელია, რომელიც ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზიაზე“ წელს საქართველოს წარადგენს, გადაცემაში როგორც კონკურსზე, ასევე სხვა მრავალ თემაზე ისაუბრებს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მომღერალი ასევე ისაუბრებს დედაზე, რომელიც ემიგრაციაში, გერმანიაში იმყოფება.
„დედაჩემი საზღვარგარეთ არის ემიგრაციაში, გერმანიაში ცხოვრობს. ეს ძალიან რთულია, ძალიან მენატრება“, – აღნიშნავს მარიამ შენგელია.
საქართველოს „ევროვიზიაზე“ მარიამ შენგელია წარადგენს
🎬 კვირას, 30 მარტს – მარიამ შენგელია #ნოესთან | 22:30🎬 კვირას, 30 მარტს – მარიამ შენგელია #ნოესთან | 22:30
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on ორშაბათი, 24 მარტი, 2025