ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს.
ჟურნალისტი „ფეისბუკში“ წერს, რომ მისი გადაცემის ერთ-ერთი გმირი, საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერის,1992 წელს ცირკთან ჩაცხრილული 17 წლის ახალგაზრდის დედა, მარინა ტერიშვილი იქნება:
„1992 წლის 2 თებერვალს, ცირკთან ჩაცხრილეს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები. დედა, მარინა ტერიშვილი დღემდე ინახავს პერანგს რომელიც მის 17 წლის შვილს, მედროშე გიორგი ტერიშვილს ეცვა სიცოცხლის ბოლო დღეს. ერთი შვილი მოუკლეს ქართველმა რუსებმა და მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი დაუჭირეს.
დანარჩენი ოთხშაბათს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
1992 წლის 2 თებერვალს, ცირკთან ჩაცხრილეს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები. დედა, მარინა ტერიშვილი დღემდე ინახავს პერანგს რომელიც მის 17 წლის შვილს, მედროშე გიორგი ტერიშვილს ეცვა სიცოცხლის ბოლო დღეს. ერთი შვილი მოუკლეს ქართველმა რუსებმა და მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი დაუჭირეს. დანარჩენი ოთხშაბათს.
Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 13 იანვარი, 2025