თიკა ფაცაციამ ბედობა დედასთან, მანანა ფაცაციასთან სახლში გაატარა თავისი ოჯახის წევრების, შვილების, ძმის, მისი მეუღლისა და ძმისშვილებია გარემოცვაში.
ბედობის ტრადიციულ სუფრას ქალბატონი მანანა დიდი გულმოდგინებით ამზადებს, მზადების პროცესი და შედეგიც ტელესახემ სიამოვნებით გაგვიზიარა ვიდეოში, რომელსაც უამრავი მოწონება ხვდა წილად.
თიკას გამომწერები განსაკუთრებულად აღფრთოვანდნენ მანანა ფაცაციას მიერ მომზადებული განსხვავებული კერძებით.
„აი, დედუნას ლამაზი მაგიდა. დედა, რა ხვავიანი გოგო ხარ“, აღნიშნავს თიკა.
