LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა რომ წავიდა, მინდოდა მის ავტობუსს გავკიდებოდი და ჩამომეყვანა.. მინდა, ჩემს შვილთან ერთად მასაც ჩავეხუტო..“ – გვანცა გოზალიშვილი ემიგრანტ დედაზე

243
BeFunky-collage (3)

გადაცემა „შენი დილა“ გვიზიარებს გვანცა გოზალაშვილის ისტორიას, რომლის ემიგრანტი დედა, უკვე ცხრა წელია, რაც იტალიაში იმყოფება.

„მინდოდა არ წასულიყო, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ აქ სხვა გამოსავალი არ იქნებოდა.

როცა წავიდა, მინდოდა იმ ავტობუსს გავკიდებოდი, გაჩერებულიყო და დედა ჩამომეყვანა..

მამას ცალკე ოჯახი ჰყავდა, რასაც ვერ შევეგუე.. დედინაცვალთან კამათი მომდიოდა ხოლმე, ბევრჯერ მეგობართან წავსულვარ..

შემდეგ გათხოვება გადავწყვიტე, რათა ჩემი ცხოვრება შემეცვალა. თავიდან კარგად ვიყავით, მერე ვერ შევეწყვეთ. ერთი თვის ორსული ვიყავი, როდესაც დავშორდით. ამ დროს დედა ჩამოვიდა და წლების შემდეგ, პირველად მაშინ ვნახე..

ისე მოხდა, რომ დედამ შვილიშვილის გაზრდის პასუხისმგებლობაც აიღო. იმისთვის, რომ საქმე მქონოდა გორში სალონი გამიხსნა. მიზანი გვაქვს, რომ სახლი ვიყიდო, მაგრამ უკვე ვეღარ ვეგუები, გუშინაც ვწერდი, რომ აღარ მინდა სახლიც, მინდა რომ ჩამოვიდეს, მაგრამ რომ ჩამოვიდეს 300-400 ლარით ვერ ვიცხოვრებთ..

? “რომ წავიდა, მინდოდა იმ ავტობუსს გავკიდებოდი და დედა ჩამომეყვანა…”

? “დედა რომ წავიდა, მინდოდა მის ავტობუსს გავკიდებოდი და ჩამომეყვანა… ძალიან გამიჭირდა მის გარეშე” | გვანცა გოზალიშვილი ემიგრანტ დედაზე ?

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on შაბათი, 16 დეკემბერი, 2023

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი მშობლები დაბრუნდნენ, არ უნდა განგვაცდევინონ ის ტკივილი, რასაც გავდივართ.. დედის გარეშე ყოფნა, ყოველდღე მიჭირს, მინდა, ჩემს შვილთან ერთად მასაც ჩავეხუტო..“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები