LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა ზესტაფონში ბაზარში მუშაობს. მომხმარებლები გიჟდებიან მასზე.. როცა თამაშზე ვიყავი დამოკიდებული დედას გული ძალიან ვატკინე..“ – ზურა გორგაძე

1071
Untitled design (3)

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ზურა გორგაძემ დედაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედა ის ადამიანია, რომელმაც ბევრი იბრძოლა შვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან და საბოლოოდ გაიმარჯვა.

„დედა ჩემთვის ყველაფერია, მთელი ჩემი შეგნებული და შეუგნებელი ცხოვრებაც.. ხშირად მიფიქრია, რამდენი ცხოვრება უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ის ამაგი, სიყვარული, თავგანწირვა და ყველა ის საქციელი, რაც ჩაუდენია ცხოვრებაში გადავუხადო. მგონია, რომ არცერთი ცხოვრება არ გეყოფა ამისთვის. მით უმეტეს ერთი..

დედა არის ძალიან წმინდა, სუფთა, სპეტაკ, ბოროტებისგან დაცლილ გარემოში, მაღალმთიან სვანეთში დაბადებული. იქ გაზრდილი ქალბატონია. 8 და-ძმა იყვნენ და ეს კი გამოჰყვა მთელი ცხოვრება, რომ ოჯახი მისთვის ყველაფერია.

ბოლო პერიოდში ვცდილობ ხოლმე, რომ ის ემოცია, რაც შიგნით მაქვს დაგროვილი და რასაც განვიცდი, ვაგრძნობინო ქმედებით, სიტყვით, საქმით.. ახლაც მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ის, რასაც მე წარმოვადგენ, ისიც შენ ხარ.

დედა და მამა ზესტაფონში ბაზარში მუშაობენ. მას რომ ჰქონოდა შესაბამისი შესაძლებლობა, ან ცოტა განსხვავებულ პერიოდში, რომ დაბადებულიყო, ის ერთ-ერთი წარმატებული, ცნობილი ქალი იქნებოდა. მე ძალიან ვაფასებ მის შრომას“, – აცხადებს ზურა გორგაძე.

კითხვაზე, „რაზე სწყდება გული დედასთან ურთიერთობაში“ – ზურა აცხადებს, რომ ბევრი ისეთი, რაღაც მოხდა, რაზეც დედამისს გულისტკენა და ნერვის დახარჯვა მოუწია.

„ვნანობ იმას რომ, როცა თამაშზე ვიყავი დამოკიდებული დედას გული ძალიან ვატკინე.. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სინანულის მომენტი“, – აცხადებს ზურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g