ეკა მამალაძე Inner.ge-სთან იმის შესახებ საუბრობს, როგორ მოიპოვა თავდაჯერება, ნათ შორის – სცენაზეც:
„როცა ცუდად ხარ, სიმღერისას უფრო უკეთ გადმოსცემ შენს დარდს, სხვასთან კი არა, ისევ შენს თავთან… ბოლო პერიოდში მეუბნებიან, რომ უფრო თავისუფალი ვარ… მივხვდი, რომ ასეა, რადგან მე დავიჯერე. დედაჩემს კრიტიკის მეტი არაფერი გაუკეთებია, გუშინწინ კი მითხრა, რომ სცენაზე არასდროს ასეთი არ ყოფილხარო…
ბოლოს მაინც საკუთარ თავთან რჩები, გარედან მოდის წყენები. სიბრაზეს უნდა აჯობო, გაბრაზება ძალიან ცუდია. მივდივართ ასაკთან, გამოცდილებასთან და დროსთან…
დედაჩემმა ერთხელ მითხრა და კინაღამ ვიტირე, მე ალბათ, შენ ხელს გიშლიო…“
