LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედამისმა ტელევიზიით რაღაც თქვა…“ – ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბექა ჯაიანის ოჯახს კესარია აბრამიძის დედასთან

960
კესარია აბრამიძე

გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მორიგ ეპიზოდში, რომელიც ეთერში 21 იანვარს გავა, მაყურებელი იხილავს ინტერვიუს კესარია აბრამიძის დედასთან.

ვიდეო: „ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე… ველოდები წუთებს…“ – კესარია აბრამიძის დედის პირველი ინტერვიუ შვილის მკვლელობის შემდეგ

როგორც „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში კესარია აბრამიძის დედა აღნიშნავს, ის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია.

„დიდი იყო და ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა, მესმოდა მისი და ეს თუ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ეს არის საშინელება“.

კითხვაზე: არის თუ არა კმაყოფილი განაჩენით, კესარია აბრამიძის დედა აღნიშნავს: „კი ის გარეთ მზის სინათლეზე… რა უნდა მაგას გარეთ“.

ამასთან, როგორც კესარია აბრამიძის დედა ამბობს, მას ბექა ჯაიანთან და მის ოჯახთან დაკავშირება, ან რაიმე სახის ტექსტური შეტყობინების გაგზავნა არასდროს უცდია: „არასოდეს! აზრი მითხარით, რა?“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე: „ოჯახმა ბოდიში მოგიხადათ?“ – კესარიას დედა აღნიშნავს: „ტელევიზიით, დედამისმა რაღაც თქვა“.

ვიდეო: „რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან მაკლიხარ, ჩემო უბოროტო, კეთილო და პოზიტიურო, ჩვენი მეგობრობა მარადიულია“ – კესარია აბრამიძეს მეგობარი ემოციურ სტატუსს უძღვნის

შეგახსენებთ, კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g