დათო ხუჯაძემ დედის დაბადების დღე ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა.
მომღერალმა დედას სიმღერა მიუძღვნა. კომპოზიციის შესრულებისას მასთან სცენაზე ავიდა მისი უმცროსი ვაჟი, თემიკო, რომელიც მომღერალს 2024 წელს შეეძინა. მომღერლის რჩეული თაკო თუხაშვილია.
ოჯახური შეკრებიდან ვიდეომასალა მომღერლის დამ, თეა ხუჯაძემ გაგვიზიარა სოციალურ ქსელში.