LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დეზოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი? რომელი უნდა გამოიყენოთ და რა ასაკიდან ბავშვების შემთხვევაში?

113
პედიატრი ძმები

„პედიატრი ძმების“ გვერდი საინტერესო რჩევას აძლევს გამომწერებს, რომელი ასაკიდან შეიძლება დეზოდორანტის ან ანტიპერსპირანტის გამოყენება:

„ბავშვებს მძაფრი ოფლის გამოყოფა ეწყებათ 8-9 წლის ასაკიდან. როცა ასეთი მძაფრი ოფლი გამოეყოფათ, როგორც წესი, სოციალური უხერხულობის გამო, დგება საჭიროება, რომ გამოვიყენოთ ეს საშუალებები. რომლის გამოყენება ჯობია? თავდაპირველად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეზოდორანტი, რომელიც მძაფრ სუნს გააქრობს, მაგრამ ჭარბი ოფლიანობა გაგრძელდება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ 10 წლის ზევით. რაც შეეხება ანტიპერსპირანტებს, როგორც წესი, მათი შემონახვა ჯობს ისეთი შემთხვევისთვის, თუ ვერ უშველა დეზოდორანტმა, გრძელდება ჭარბოფლიანობა და ქმნის პრობლემას. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ანტიპერსპირანტი, რომელიც ამცირებს ოფლის გამოყოფას. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ 12 წლის ზევით…“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები