LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დღეიდან თბილისის ქუჩებში მიკროავტობუსი ივლის, რომელიც საკვებს უფასოდ დაარიგებს

203
pjimage

კორონავირუსული პანდემიის გამო, გაჭირვებული ადამიანების ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. უმუშევრად დარჩენილი ადამიანები უსახსრობის გამო გამოკვებას ვეღარ ახერხებენ.

ქვეყანაში შექმნილ ასეთ რთულ ვითარებაში, საქველმოქმედო ფონდმა, “დედების ფონდი” შეჭირვებული ადამიანების ყოველდღიურობის შემსუბუქება გადაწყვიტა.

მათი ინიციატივით, დღეიდან თბილისის ყველა უბანში მიკროავტობუსი იმოძრავებს, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს უფასო საკვებით დაეხმარება.

ინფორმაციას ამის შესახებ ფონდის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“თუ გიწევს ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში, თუ არ გაქვს შესაძლებლობა ელემენტარული პური შეიძინო შენთვის და შენი შვილებისთვის,
თუ ხარ მარტოხელა მშობელი ან შშმ პირი, თუ შენს გვერდით ცხოვრობს ასაკოვანი ადამიანი ბედის ანაბარად, ლუკმა პურის გარეშე,
მაშინ , ყურადღება მიაქციე დედების ფონდის ავტომობილს, რომელიც შენს უბანში გამოივლის… შენივე შვილების დასაპურებლად…
დედების ფონდის გუნდი, თბილისის სხვადასხვა უბანს ესტუმრება და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს საჭმელს უწილადებს…
მოვუწოდებთ კომპანიებს, შემოგვწირონ სურსათი ვისაც რა შეუძლია, ან გაგვიკეთონ შეღავათი პროდუქტის შეძენისას, ყველას ვალია ამ ადამიანების შიმშილისგან გადარჩენა…” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები