LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს ჩვენ გარშემო ისეთი ტურბულენტობა და ისეთი ცეცხლის ალია გაჩენილი, თუ ეს პერიოდი ფრთხილად და საღად არ გავიარეთ, ევროკავშირი კი არა, 90-იანები სანატრელი გაგვიხდება“ – ზურა ხაჩიძე „იმედის დღეში“

185
ზურა ხაჩიძე

„საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ისჯება ბულინგი, ცრუ ინფორმაციის გაჟღერება და გახმაურება, ცილისწამებაზე აუცილებლად მისაღებია კანონი, ამ საკანონმდებლო ინიციატივების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო ბულინგს მიეძღვნა, გადაცემის წაყვანებმა და სტუმრებმა ინფორმაციის სანდოობასა და გადამოწმების გზებზე ისაუბრეს. როგორც ზურა ხაჩიძემ აღნიშნა, „მოქალაქეებმა სხვა, ნეიტრალურ ექსპერტებსაც უნდა მოუსმინონ ამერიკაშიც და ევროკავშირშიც და გაიგონ – რას ლაპარაკობენ“.

„სამწუხაროდ, „ტიკ-ტოკით“ ჰგონიათ, რომ ან რევოლუცია ან რაღაც… ეს ასე არ არის, უნდა ჩაიხედოთ, სიღრმისეულად, ცოტა სხვა ექსპერტებსაც მოუსმინოთ, ამერიკაშიც, ნეიტრალურ ექსპერტებსაც, პოლიტოლოგებსაც – რას ლაპარაკობენ.

არ შეიძლება გჯეროდეს მარტო შენი ლიდერის, რომელიც ქუჩაში ხელზე მოგარტყამს, ყავას შენთან ერთად დალევს და მოსაწევს გააბოლებს. მარტო იმისი არ უნდა გჯეროდეს, უნდა ჩაიხედო, არსებობენ ამერიკაშიც, ევროპაშიც ნორმალურად, ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტოლოგები, ექსპერტები, რომლებსაც უნდა მოუსმინოთ.

დღეს ჩვენს გარშემო არის ისეთი ტურბულენტობა, ისეთი ცეცხლის ალი გაჩენილი, რომ თუ ეს პერიოდი ფრთხილად და საღად არ გავიარეთ, მე არ ვიცი, ეს ქვეყანა… რა ევროკავშირი? ევროკავშირი კი არა, 90-იანები სანატრელი გაგვიხდება, ისეთი ცუდი მდგომარეობაა“, – თქვა ზურა ხაჩიძემ „იმედის დღეში“.

როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს საკუთარი ოჯახების წინააღმდეგ საბჭოთა და ფაშისტური მთავრობები

როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს საკუთარი ოჯახების წინააღმდეგ საბჭოთა და ფაშისტური მთავრობები – გაკვეთილები წარსულიდან და დღევანდელობა #იმედისდღისსტუმარი – ზურა მანჯავიძე და ზურა ხაჩიძე

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g