LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“ – ირაკლი კობახიძის ვიდეომიმართვა

167
ირაკლი კობახიძე ფეხბურთი

„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის:

კახა კალაძე: მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული იქნება ექვსი დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება. დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3 თვის წინ, 26 მარტს მჯეროდა. მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში სულსა და გულს ჩადებდნენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებდნენ.

„ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა, საოცარი ემოცია იყო, ტაშით შემხვდნენ, შემართებით არიან… სერბეთში მესაზღვრის ნათქვამი სიტყვა ჩემთვის დიდი მუხტის მომცემი იყო…” – შადიმან ხარშილაძის მიერ გავლილი 4 000 კილომეტრი, უჩვეულო სამადლობელი ჟესტი და შეხვედრა ფეხბურთელებთან

დღესაც ზუსტად ასევე მჯერა, რომ ბიჭები სამივე თამაშში სულსა და გულს ჩადებენ და ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ. მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი, კაშია, კვერკველია, გველესიანი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, სიგუა, ქოჩორაშვილი, შენგელია, დავითაშვილი, წიტაიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, კვარაცხელია – მჯერა ამ ბიჭების ნიჭისა და პატრიოტიზმის. მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“ – აღნიშნავს პრემიერი.

ვილი სანიოლი: ფეხბურთელები მზად არიან – უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.

🇬🇪 ვგულშემატკივრობ საქართველოს!

Posted by საქართველოს მთავრობა on ორშაბათი, 17 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები