ბარბარე ბეჭვაიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. სოციალურ ქსელში უამრავი ემოციური პოსტი ვრცელდება ბარბარეზე, სადაც მისი მეგობრები თუ ახლობლები მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ.
კომპანია „ვიშლისთმა“, სადაც ბარბარე მუშაობდა მაღაზიაში სპეციალური კუთხე მოაწყო, რომელიც ბარბარეს ხსოვნას ეძღვნება.
მომღერალი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს და წერს, რომ
„დღეს პირველად ვიყავი „Wishlist.ge • ვიშლისთი-ში“ ბარბარეს გარეშე 💔 ძალიან გამიჭირდა მისვლა. დღეს ვიშლისთის დაბადების დღეა 9 წლის გახდა ✨ ჩემო საყვარელო, ლამაზო, ყველაზე ყურადღებიანო, უკეთილესო, ჭკვიანო, უთბილესო ბარბარე 💔 ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომენატრები 💔“, – წერს ნუცა თოფურია.
ვიდეო: „შარშან ლილიანა საიმიჯო კლიპში გადაიღო და ხელიდან არ უშვებდა, ასეთი საყვარელი რანაირად არისო… დედამიწაზე ყველა პატარას გულის გამხარებელი იყავი და ახლაც ვიცი, რომ ზეციდან დაიფარავ ჩვენს პატარებს“, – ლიკა ბაკურია ბარბარე ბეჭვაიაზე
@nucatopuria დღეს პირველად ვიყავი @Wishlist.ge • ვიშლისთი-ში ბარბარეს გარეშე💔ძალიან გამიჭირდა მისვლა. დღეს ვიშლისთის დაბადების დღეა 9 წლის გახდა✨ ჩემო საყვარელო,ლამაზო,ყველაზე ყურადღებიანი,უკეთილესო,ჭკვიანო,უთბილესო ბარბარე💔ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომენატრები💔 #wishlist ♬ son original – Seb Wery
„ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიჰყვება თან… როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა, ეს ისე ხომ არ მოსულა ერთი გაელვებით, შენ ამისთვის მთელი შენი ცხოვრება ჩადე“ – ირინა ჯგერენაია ბარბარე ბეჭვაიაზე
„არ მინდა უაზროდ წავიდეო – ამბობდი სულ, აგერ, ამდენ ადამიანს როგორ ჰყვარებიხარ, იმედია ისე გაგაცილეთ, შენ რომ მოგეწონებოდა… არ მინახავს ადამიანი, 27 წლის ასაკში ამდენი პოზიტივი დაეტოვებინოს“ – რას წერს მოულოდნელად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი
„რაღა უნდა ვთხოვო ღმერთს? ჯანმრთელობა…? ჯანმრთელი იყო!!!კარიერა? წარმატებული იყო ყველა მხრივ…“ – რაზე წერს გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი
ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ჩემო ძალიან ყურადღებიანო, ლამაზო და კეთილო გოგო, არასდროს დამავიწყდება შენი სითბო და ყურადღება… მადლობა ყველაფრისთვის, გული მეგლიჯება“ – მარიამ როინიშვილი მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიაზე
ნინო მუმლაძე 27 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ემშვიდობება: „გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის…“