ნუცა ბუზალაძემ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედრისას საგალობელი შეასრულა.
მომღერალი საზოგადოებას ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
„მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად საქართველოს!.
დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც ჩვენი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, სტუმრობაა. კირიე ელეისონ! უფალო, შეგვიწყალე!“, – წერს ნუცა ბუზალაძე.