LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღესასწაული ჰქვია ამ ბავშვს“ – 15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – ქართველმა მონაწილემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა

7424
ანასტასია გოგიჩაიშვილი

ქართველი მონაწილის წარმატებული გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – 15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილმა ბრმა კასტინგი წარმატებულად გადალახა და კონკურსის პირველ ტურში ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შთამბეჭდავი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა.

შემდეგი ტური უკვე რინგია, სადაც ქართველი მონაწილე კიდევ ორ კონკურსანტთან ერთად იმღერებს და უკვე საკუთარი მენტორის გადაწყვეტილებას დაელოდება.

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი გოგონას წარმატებულმა გამოსვლამ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა:

„პატარა ქვეყნის შვილი რომ დიდ ქვეყანაში ამ მასშტაბის კონკურსში გამოირჩევა და ყველას მის ნიჭიერებაზე აალაპარაკებს, დიდი მიღწევაცაა და ჩვენთვის საამაყოც. წარმატებები ჩვენს არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ანასტასიას“

„უნიჭიერესმა ქართველმა გოგომ, 15 წლის ანასტასიამ, ფრანგულ „ვოისში“, ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის უბადლო შესრულებით ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა👏👏 წარმატებები ამ საამაყო, ნიჭიერ და უსაყვარლეს გოგოს👏👏👏როგორ გამიხარდა პატრიკ ფიორი რომ შეარჩია“

„დღესასწაული ჰქვია ამ ბავშვს…“

„უპირობო გამარჯვება ანასტასიას“, – წერენ სოციალურ ქსელში.

შემდეგი ტური ბრძოლებია,ანასტასიასთან ერთდ იმღერებს კიდევ 2 გოგონა და ახლა უკვე მენტორმა ამ სამიდან უნდა შეაჩეროს…

Posted by Tea Uridia on ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g