სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ღია პიანინოზე „ჰერიო ბიჭებო“-ს მუსიკას უკრავს და მღერის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გვიზიარებს და წერს, რომ „ახალგაზრდები სამშობლოს სიყვარულისთვის ბევრს გაუძლებენ“.
„♥️ მაგრამ ჩვენ ვერ ვუძლებთ სიძულვილს თანაც ასეთს, ეს ყველაზე არაქართულია ხალხო, წარმოუდგენლად მტკივა მოღლიცინე ადამიანები, ვწუხვარ და მთელი ღამ ვტირი სულმოუთქმელად მათ გამო
ვისაც სიკვდილისთვის თვალში არ ჩაგიხედავთ ნუ დასცინით ჩვენს შვილებს, ჩვენგან განსხვავებით გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის და უკეთესი საქართველოსთვის იბრძვიან…
დიახ ჰერიო, ჰერიო ბეჭებო…
დიახ არა რუსულ კანონს!!!
დიახ არა სიძულვილს!!!“, – წერს იზა ომაძე.