LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დიდი მადლობა ყველას, ძალიან მიყვარხართ“ – თეონა თავართქილაძის ემოციური პოსტი იუბილეს შემდეგ: დღის წვეულებაზე აცეკვებული სტუმრები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები

1323
თეონა თავართქილაძე

ყველასათვის ცნობილმა არველაძეების ოჯახმა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ, მორიგი მასშტაბური წვეულებით მიიპყრო – ყოფილი ფეხბურთელის, რეზი არველაძის მეუღლემ, ცნობილმა დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ 19 აპრილს, დაბადების დღე ოჯახი წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მხიარულად აღნიშნა.

სოციალურ ქსელში დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებული ბევრი კადრი გავრცელდა. დიზაინერის დაბადების დღის წვეულებაზე შეკრებილმა სტუმრებმა არაერთი კოლორიტული ცეკვა შეასრულეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა თეონა თავართქილაძისა და მისი დედამთილის, თამრიკო დოლიძის ცეკვასაც.

ვიდეო: „ორი უმშვენიერესი ქალბატონი“ – თეონა თავართქილაძის დაბადების დღეზე მაკა ასათიანის გამოჩენამ, საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

დაბადების დღის წვეულებაზე საზოგადოებისთვის არაერთი ცნობადი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყო თეონა თავართქილაძის დეიდაშვილი, დიზაინერი მაკა ასათიანიც, რომელიც, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

დიზაინერი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ კიდევ რამდენიმე კადრს და სამადლობელ პოსტს აქვეყნებს:

„დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ“, – წერს თეონა თავართქილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g