LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დიდი სცენის“ ლაივშოუს ლიდერი მემე ჟორდანია გახდა

1368
memejordanianews

„დიდი სცენის“ პირველი ლაივშოუ 5 ივლისს, კვირას, „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიმართა. მეორე სეზონის პირველი ლაივის ლიდერი მემე ჟორდანია გახდა. მან შეასრულა სიმღერა რიტმ ენდ ბლუზის, სოულისა და გოსპელის ცნობილი ამერიკელი შემსრულებლის, ქელი ფრაისის რეპერტუარიდან. სიმღერამ სახელწოდებით Tired მას ლაივშოუს ლიდერობა და ჟიურის წევრების კარგი შეფასებები მოუტანა.

„დიდი სცენის“ ლაივშოუზე ჟიურის ქულებისა და მაყურებლის ხმების დაჯამებით, ბოლო 3 ადგილზე იყვნენ – გიორგი გასვიანი, თემო კახელიშვილი და მარიამ ხუროძე. მათ შორის ჟიურიმ გიორგი გასვიანი გამოარჩია, შესაბამისად, აუთსაიდერები გახდნენ მარიამი და თემო.

12 ივლისს, კვირას, შემდეგი ლაივი სწორედ მათი დუეტით გაიხსნება. მსურველებს აუთსაიდერებისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ მეორე ლაივის დაწყებისთანავე. დუეტის შესრულების დროს, ხმას მხოლოდ აუთსაიდერებს მისცემთ. მას შემდეგ, რაც რომელიმე მათგანი კონკურსს გამოეთიშება, ხმის მიცემა ჩვეულებრივად გაგრძელდება და შეძლებთ, თქვენს ფავორიტს დაუმესიჯოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g