„წელს ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, საბოლოოდ „პირველი არხის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველო ნუცა ბუზალაძემ წარადგინოს,“ – ამის შესახებ „პირველი არხის“ მედია დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე საუბრობს.
„ვფიქრობ ნუცას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, ის ძალიან უყვარს ქართველ მაყურებელს და არა მხოლოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მას აქვს კონკურსების კარგი გამოცდილება,“ – ამბობს რუსუდან მანჯგალაძე.
„ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა მსოფლიოში ნომერ პირველ სიმღერის კონკურსზე, რადგან ამ წელს მომეცა ამის საშუალება, რაც ჩემს ძალებშია ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით წარდგეს.. დიდი შემართებით ვარ, ვფიქრობ, წელს საქართველო ძალიან კარგ ნომერს აჩვენებს,“ – ამბობს ნუცა.
დღეიდან საქართველოს პირველი არხი აცხადებს ევროვიზიის სიმღერის შესარჩევ კონკურსს განაცხადების მიღება 30 იანვრამდე გაგრძელდება.