LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

167
merlin-168181716-f7287eaf-e4a0-4ab7-a473-b104355e5fbc-superJumbo

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მიმართა და აღნიშნული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიება გაიმართა ლონდონში, სადაც წამები შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად აითვალა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, მოსახლეობა სიხარულს ვერ მალავს.

დღეიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g