„იქიდან გამომდინარე, რომ ვცხოვრობ ირანში, ძალიან მენატრება საქართველო და დიდი სიამოვნებით წავიდოდი ყველა კუთხეში“ – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა ისაუბრა.
„პირველ არხთან“ ინტერვიუში გველესიანმა მეუღლესთან, ლინდა კიკოლაშვილთან ერთად საშვებულებო პერიოდზე ისაუბრა დათქვა, რომ ხშირად კომპრომისზე წასვლა უწევს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვცხოვრობ ირანში, ძალიან მენატრება საქართველო და დიდი სიამოვნებით წავიდოდი ყველა კუთხეში, ჩემი ცოლი კი პირიქით არის, როცა მთელი წელი ძირითადად საქართველოშია, სულ მთხოვს, რომ წავიდეთ სადმე, ერთი კვირა გაქვს მხოლოდ და წავიდეთ საზღვარგარეთ, ასე რომ ხანდახან დილემის წინაშე ვარ“ – ამბობს ფეხბურთელი.
ლინდა კი დასძენს, რომ წელს, ზაფხულს სავარაუდოდ საქართველოში გაატარებენ.
„ძალიან ბედნიერი ვართ ჩვენდამი ყურადღებით“ – გიორგი გველესიანი„იქიდან გამომდინარე, რომ ვცხოვრობ ირანში, ძალიან მენატრება საქართველო და დიდი სიამოვნებით წავიდოდი ყველა კუთხეში“ – გიორგი გველესიანი
Posted by პირველი არხი on პარასკევი, 19 ივლისი, 2024