LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერები ისმის – რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

390
საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დღეს, დილიდან, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებიც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებშია გადაღებული. კადრებში ისმის სხვადასხვა აუდიოჩანაწერი, რომლებიც გადახდის აპარატებში ირთვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიაში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება გადახდის აპარატებზე, საკითხს კი პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანია სწავლობს.

„ეს ტექნიკური ხარვეზი ჩვენგან არ მოდის. გადახდის აპარატები თავისი ტექნიკური მხარდაჭერით არის „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიის, შპს „MS+“-ის, ეს ხარვეზი მოდის მათგან.

შპს „აზრი“ მუშაობს ამ საკითხის გასარკვევად და პრობლემის აღმოსაფხვრელად. ფაქტს გიდასტურებთ“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

„ფორტუნა“ დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.

00:00
00:00
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g