ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელად დანიშვნა ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში განხილვის საკითხია. გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
“ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, ცოლი ნოვოსიბირსკში მიდის” – ანანიაშვილის ოჯახს მეგობრებიც აკრიტიკებენ
“მთავარი არხის ჟურნალისტმა” მაიკო ლომიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტი რამდენიმე წლის წინ აუქციონზე შეძენილ ნინო ანანიაშვილის პუანტებს ნაგავში ყრის.
“რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998წ უცეკვია.
ერთი ბიჭი გამომყვა კაი ხანს ვაჭრობაში, მაგრამ არ დავუთმე და ყველაზე ძვირფასი ლოტი მე დამრჩა. მას შემდეგ კარადაში ვინახავდი, მათ გამოსაფენად შესაბამისი თარო, ნიშა, დისპლეი აქამდე ვერ მოვიფიქრე.
ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი
ო, როგორ დამენანა!
პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული.
რუსეთი ოკუპანტია!
ყველა კოლაბორაციონისტი – ნონ გრატა!
ხოლო ზოგიერთი – PRIMA NON GRATAE!” – წერს ჟურნალისტი.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა:
დავით ერაძე: სიუჟეტივით პოსტია მაიკო… ალალი და გულდაწყვეტილი
თამარ ბაღაშვილი: ყველაზე მძიმე განაჩენი ადამიანმა ალბათ მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება გამოუტანოს. რა სამწუხარო სანახავია, ნაგავში გადაგდებული ბრილიანტი
ნათია გოგსაძე: უმძიმესი განაჩენია მისთვის, ეს რატომ გააკეთა
მანანა მანჯგალაძე: რა ძნელი ყოფილა ამ პოსტის ” დალაიქება”, რა სამწუხაროა, დაჯერებაც მიჭირს.მერე ალბათ იტყვიან საქართველოში ვერ გამიგესო,ჩემმა ხალხმა ზურგი მაქციაო. არადა სულ პირიქით.
ნიკა გვარამია: გინახავთ ასეთი კინო?