LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დორტმუნდი პატარა საქართველოა“ – ძმები არველაძეების, თემურ ქეცბაიას, თიკა ფაცაციას და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლების მოულოდნელი შეხვედრა გერმანიაში

341
ქართველები დორტმუნდში

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები დორტმუნდში იმყოფებიან.

ისინი საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში სპეციალურად ჩაფრინდნენ.

კადრებს სოციალურ ქსელში თაკო ჩხეიძე გვიზიარებს, სადაც ვხედავთ ქართველების შეხვედრას.

„დორტმუნდი პატარა საქართველოა“ – აღნიშნავს თაკო და კადრებს გვიზიარებს.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები