LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დრეგ–რბოლა: 1400 ძლის Ford Mustang კარბონის McLaren Senna–ს დაუპირისპირდა

93
mustangmaclaren20

ცნობილმა ამერიკელმა ავტომრბოლელმა და არაერთი დრიფტ–პროექტის შემქმნელმა კენ ბლოკმა თავის Youtube–არხზე საინტერესო შეჯიბრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, სპორტსმენმა ახალი შოუ დაიწყო, სადაც ცნობილ სუპერქარებს თავის შექმნილ Ford Mustang Hoonicorn–ს დაუპირისპირებს. მისი პირველი მსხვერპლი კი McLaren Senna–ს კუპე გახდა.

Ford Mustang Hoonicorn ბლოკმა სპეციალურად თავისი პროექტისთვის ააწყო. 1360 კილოიანი მასლქარის მოდიფიკაცია თავდაპირველად დრიფტისთვის შეიქმნა და დრეგ–რბოლისთვის არ იყო გათვლილი. მოდელი 6,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით და ორი ტურბინითაა უზრუნველყოფილი. მსგავსი ძრავები როგორც წესი, NASCAR–ის რბოლებში მონაწილე ავტომობილებს უმონტაჟდებათ ხოლმე. აგრეგატის სიმძლავრე 1400 ცხენის ძალას აღწევს. „მუსტანგის“ დინამიურ მახასიათებლებს კენი საიდუმლოდ ინახავს.

რაც შეეხება კარბონის McLaren Senna–ს, მისი მასა 1198 კილოგრამია. კაპოტის ქვეშ სუპერქარს 800 ძალის 4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი აქვს დამონტაჟებული. აგრეგატი 7–საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. პირველი „ასეულის“ განვითარება სუპერქარს 2,8 წამში შეუძლია. 200 კმ–იან ნიშნულს კი „მაკლარენი“ 6,8 წამში ლახავს, მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ–ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g