LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დუა ლიპა, შერი, კელი კლარკსონი, მერი ჯეი ბლაიჯი – როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ცერემონია გაიმართა

149
photo-collage.png (5)

კლივლენდში, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მუზეუმის ახალი წევრები პუბლიკის წინაშე თავიანთი შემოქმედების გამორჩეული ჰიტებით წარდგნენ. რამდენიმე მათგანის პერფორმანსს, სხვა არტისტებიც შეუერთდნენ.

კელი კლარკსონმა ბრიტანულ-ამერიკული როკ ბენდის – Foreigner თანადამფუძნებელ და ვოკალისტ, ლუ გრემთან ერთად, ჯგუფის 1984 წლის სიმღერა – I Want to Know What Love Is შეასრულა.

კიტ ურბანმა პიტერ ფრემპტონთან ერთად, ამ უკანასკნელის 1976 წლის კომპოზიცია – Do You Feel Like We Do იმღერა.

დუა ლიპა სცენაზე შერისთან ერთად გამოვიდა. ,,პოპის ქალღმერთის” 1998 წლის Believe მათი შესრულებით, საღამოს ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად იქცა.

A Tribe Called Quest-მა 1990 წლის ტრეკი – Can I Kick It? ქუინ ლატიფასთან ერთად გააცოცხლა.

მერი ჯეი ბლაიჯმა 2001 წლის ჩანაწერით – Family Affair დამსწრე საზოგადოების აცეკვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრები პერფორმერთა კატეგორიაში ისეთი მუსიკოსები და ჯგუფები გახდნენ, როგორებიც არიან: მერი ჯეი ბლაიჯიშერიპიტერ ფრემპტონიოზი ოსბორნი, როგორც სოლო არტისტი, Dave Matthews BandForeignerKool & the Gang და A Tribe Called Quest.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ცერემონიაზე დუა ლიპა იმღერებს – დაანონსდნენ სხვა არტისტებიც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები