6 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნატო გელაშვილის, „ჭოხოებისა“ და ბენდის სოლო კონცერტი გაიმართა, სადაც უამრავმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი.
კონცერტზე ის ცნობილი სიმღერები შესრულდა, რომელიც მსმენელს განსაკუთრებით უყვარს. მათ შორისაა სიმღერა „ჩამჭიდე ხელი“.
აღნიშნული სიმღერა ნატო გელაშვილმა პატარა გულშემატკივართან ერთადაც შეასრულა. ვიდეოს „ინსტაგრამზე“ ლელა ლორია გვიზიარებს.
„დუეტიც შედგა! ქალბატონი ნატოს პატარა თაყვანისმცემელი“, – წერს ლელა ლორია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
