გადაცემას „კოტკასტი“ ცნობილი წამყვანები ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე სტუმრობდნენ.
ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც ნიკამ და ნანიკომ ისაუბრეს, გარეგნობაში ხელოვნურ ჩარევებს უკავშირდებოდა.
ნანიკო ხაზარაძე: „ნებისმიერი გაჯეტი გახსენით, ავტობუსს დააკვირდით რომ ჩაივლის, ყველგან ერთნაირი კაცები და ქალები არიან, გვინდა არ გვინდა, ჩვენც მივდივართ იქითკენ…“
ნიკა ლომიძე: „ძალიან ბევრს ეწყინება ზუსტად ვიცი, მაგრამ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და უნდა ვთქვა, არ უხდება ყველას ერთნაირი იხვნისკარტა ტუჩები, დაბერილი ყვრიმალები, ჩემთვის არის ერთნაირი. მგონია, რომ ერთი სპეციალისტი აკეთებს. ერთი და იგივე ფოტოთი მიდის ყველა, ეს მინდა ვიყო…არ ვარგა გადამეტებული არაფერი. ძალიან მიყვარს ბუნებრიობა, მომწონს როცა ადამიანი არის ბუნებრივი…“