წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ზაფხულის ბოლო დღეებს ქობულეთში ატარებს. ქალიშვილთან ერთად ქობულეთში იმყოფება ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილიც.
ნუკის და თაკოს შვილები ერთმანეთს ჭადრაკში შეეჯიბრნენ.
„ძალიან დაძაბული თამაშია, ოვი გოგოების წინააღმდეგ“, – წერს თაკო ჩორგოლაშვილი და თამაშის კადრებს გამომწერებს უზიარებს.