„დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი ანი გიუნტერი UFC- ის ჩემპიონის ილია თოფურიას ოჯახს ესტუმრა.
ილია თოფურიას გამარჯვების კადრების განმეორებით ნახვისას ანი გიუნტერმა და ილიას ბაბუამ, იუზა კერესელიძემ ცრემლები ვერ შეიკავეს.
„მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ბედნიერება გაიზიარა. ეს იყო მწვერვალი, რომლის მიღწევაც გვინდოდა, მივაღწიეთ და ძალიან გახარებული ვარ. უკვე აღარავინ კითხულობს , ვინ ვისია, ილია ყველასია“. – ამბობს ილიას ბაბუა.
მან ის მომენტი გაიხსენა, როდესაც გამარჯვების შემდეგ ილიას პირველად ესაუბრა.
„ილიას დები, სიძეები, ყველა იქაა, გამარჯვების შემდეგ დაგვირეკეს. „ხომ შეგისრულე, ბაბუ“ – მითხრა ილიამ.
99 % მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება, წამები წყვეტს ხოლმე ყველაფერს და ერთ პროცენტს მაინც ვიტოვებდი, რომ შეიძლება ვერ გაემარჯვა.
ილია ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული იყო. ხომ ამბობენ, „მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამაც არ უშველაო“. მას თვითონ ყოველთვის ჰქონდა გამარჯვების „ჟილკა“. ადამიანს შრომისმოყვარეობა თუ არ აქვს, წასულია მისი საქმე.
მთავარია, ბავშვს შრომისმოყვარეობა შეაყვარო“. – იხსენებს ბაბუა და აღნიშნავს, რომ ილიამ მას დიდი ხნის ოცნება შეუსრულა.
„27 წლის არის და ხუთი წლის რომ იყო, იმ დროიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე“. – ამბობს იუზა კერესელიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ილია გოგონას მამა გახდება.
„ესეც ძალიან ემოციური მომენტი იყო. ძალიან გაგვიხარდა როცა გავიგეთ, რომ გოგოს მამა გახდება. იმიტომ რომ ბიჭი უკვე ჰყავს.“. – ამბობს ილიას ბაბუა.
ვინ არის ილია თოფურიას რჩეული ?