თამო ვაშალომიძემ „პრაიმტაიმთან“ გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა.
თამომ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული პერიოდები გაიარა, თუმცა კარიერაზე კონცენტრაციამ მდგომარეობიდან გამოიყვანა.
თამო ვაშალომიძემ ასევე ისაუბრა შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე.
„მე ვარ ძალიან გარიყული ცნობადი ადამიანებისგან..ის კი არაა, რომ მე ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს..ღონისძიებები იქნება თუ ივენთები, კი მპატიჟებენ, მაგრამ დიდად თავს არც ახლა იკლავენ. უკანა მხრიდან მესმის ჭორები…არც მქონია იმის ამბიცია, რომ ვინმესთან მემეგობრა, მედაქალა, ან რაღაც წრეში ვყოფილიყავი, მე არ ვარ სნობი ადამიანი..ჩემთვის ყველა წრის ადამიანი მიღებულია. შეიძლება ჩავიცვა რაღაც ორიგინალი, მაგრამ 20-ლარიანი რაღაცაც ჩავიცვა…
კანის ფესტივალიდან რომ მოვიდოდი, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სახემ, წინ მედგა და გამარჯობა არ მითხრა, როდესაც მე გამარჯობა უნდა მეთქვა, ზურგი მაქცია, მაგრამ სამაგიეროდ ნაომი კემბელთან ფოტო რომ გადავიღე, დამილაიქა,“ – ამბობს თამო.
