LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან გვიჭირდა, ჩემი მეუღლე მშიერი მიდიოდა და მუშაობდა…ქმარ-შვილმა გადამატანინა ეს ცუდი პერიოდი“ – დავით ოქროპილაშვილმა „იმედის“ ეთერში საზოგადოებას მშობლები გააცნო

625
2025-04-18_02-11-29_933269

დავით ოქროპილაშვილი, ცნობილი როგორც „დანტესი“ მშობლებთან ერთად გადაცემა „სხვა რაკურსს“ ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ დავითი ხშირად გვიზიარებს იმ ადამიანების ვიდეოებს, რომლებსაც საზოგადოებისგან დახმარება სჭირდებათ.

„ჩემი მშობლები არიან, ნინო კაკაურიძე და გენო ოქროპილაშვილი. ფოტოგრაფიის ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. მხატვრობა მინდოდა, მაგრამ არ გამოდიოდა. შემდეგ ფოტოაპარატით დავიწყე გადაღება ყოველდღიურობის. რაც მომეწონებოდა ყველაფერს ვიღებდი. ქუთაისის ქუჩებში ნებისმიერ სიტუაციას ვიღებდი. დადგმული ფოტოსესიები იშვიათად მქონდა. 29 წლის ვარ, ოჯახი შექმნილი არ მაქვს“,- აღნიშნა დავით ოქროპილაშვილმა.

როგორც დავითის დედა საუბრობს, სურს მისმა შვილმა ცოლი შეირთოს, რადგან ასი წლის შემდეგ, როდესაც მშობლები აღარ ეყოლება, ვიღაც ჰყავდეს გვერდით.

ნინო კაკაურიძის თქმით, იყო პერიოდი როდესაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ და მისი მეუღლე მუდამ მედგრად ედგა გვერდში.

„ჩვენ მშობლები ადრე გარდაგვეცვალა, და ცუდი გამოცდილება გვაქვს მაგ მხრივ. ძალიან გაგვიჭირდა მათ გარეშე, მაგრამ ქმარ-შვილმა გადამატანინა ეს ცუდი პერიოდი. ამას ვეუბნები 100 წლის შემდეგ ჩვენ, რომ წავალთ ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით-მეთქი. ყველაზე მეტად ამიტომ. მაგის შემდეგ შვილიშვილები გვინდა. დანარჩენი ახლა ცას ხომ არ გამოვეკერებით.

ძალიან გვიჭირდა, ჩემი მეუღლე მშიერი მიდიოდა და მუშაობდა. ახლა კარგად ვართ, მაგრამ იმ დროს ვერაფერი დაგვავიწყებს“, – ამბობს ნინო კაკაურიძე.

დავითის მამა კი აღნიშნავს, რომ ადამიანმა პირველ რიგში ოჯახი უნდა შექმნას, რადგან სწორედ აქ იპოვის სიმშვიდეს და სითბოს.

„მე როდესაც ოჯახი შევქმენი მშობლები არ მყავდა, 26 წლის ვიყავი და შეიძლებოდა ზოგს ჩემს ადგილზე ცხოვრებაზე ხელიც ჩაექნია. მაგრამ ვიპოვე ჩემნაირი და შევქმენი ოჯახი“, – ამბობს გენო ოქროპილაშვილი.

ვიდეო: „მარიამი გამოწერეს კლინიკიდან და გადმოვინაცვლეთ სასტუმროში. ექიმმა ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გოგოა მარიამი და შეგიძლიათ წახვიდეთო“ – რა კადრებს გვიზიარებს „დანტესი“

ვიდეო: „რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო“ – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რას ჰყვება დავით ოქროპილაშვილი

„მაბედნიერებს ის, რომ ბავშვებს თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მდგომარეობას უცხო მიწაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში… 12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა“ – ვინ არის მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

ვიდეო: „კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში. მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში“ – დავით ოქროპილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g