სალომე კასრაძის პოდკასტში პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი საუბრობს იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მასთან მეუღლეები სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის გასაკეთებლად ქმრებთან ერთად მიდიან.
„ძალიან ხშირად მოდიან წყვილები და მამაკაცი აქტიურად არის ჩართული იმპლანტის არჩევის პროცესში. ამას ჩვეულებრივად აღვიქვამ. კაცს რომ არ ჰქონდეს ამის ინტერესი, არ მოვიდოდა, მოვიდოდა ქალბატონი მარტო და კაცი მანქანაში დაელოდებოდა. ძალიან კარგია, როცა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა დემოკრატიულია, მაშინ ძალიან მარტივია. ქალი ეკითხება კაცს, შენ მოგწონს? ის ეუბნება, მე ყველაფერი მომწონს, მთავარია, შენ მოგეწონოს და ასე მთავრდება (იღიმის). არიან მამაკაცები, მოდიან, წაკითხული აქვთ, ძალიან აინტერესებთ, ოპერაციის შემდეგ რა შეგრძნებები ექნება მამაკაცს, როცა შეეხება ძუძუს და შეუძლია თუ არა აქტიურად შეეხოს, როგორც მანამდე ეხებოდა. აქ გადავდივართ ხოლმე იმპლანტის არჩევაზე…“
