LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მიყვარხარ გენიოსო! ეს კომპოზიცია ყველაზე მეტად გვიყვარდა, რას არ გავიღებდი ახლა ისევ შენთან ერთად მამღერა… ძალიან დიდი მადლობა, მაესტრო, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ჩემი შესაძლებლობების დაჯერებისთვის“ – მალიბუ ტუღუში ლევან შენგელიას ემოციურად ემშვიდობება

273
მალიბუ ტუღუში

55 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორ ლევან შენგელიას მომღერალი მალიბუ ტუღუში ემოციური სტატუსით ემშვიდობება.

პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა – „ადამიანი მუსიკა გაფრინდა… ერთად გავიზარდეთ, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ, შენი შემოქმედება დიდხანს დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიას“

მალიბუ ტუღუში ლევან შენგელიას აკომპანემენტით შესრულებული ერთ-ერთი სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს და მაესტროს მადლობას უხდის:

„ჩემო ლევან, ყველაზე მეტად გვიყვარდა ეს კომპოზიცია. მაგრამ მე შენ მიყვარხარ ამ კომპოზიციაზე და ბევრ რამეზე მეტად, შენთან ერთად სცენაზე ყოფნა მიყვარს და შენი მოსმენა…

მალკა, დაიმახსოვრე – ამერიკაში მე შენი ნამდვილი პირველი მეგობარი ვარო, იცოდი თქმა. მართლა ეგრეა ლეო. არ მინდოდა ეს დილა გათენებულიყო. ძალიან დიდი მადლობა მაესტრო გაწეული ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ჩემი შესაძლებლობების დაჯერებისთვის…

რას არ გავიღებდი ახლა ისევ დამსვა და მამღერა შენთან. სულ მემახსოვრები, სულ ჩემს გულში და გონებაში იქნები და ყველა ნოტს შენთვის ვიმღერებ.

ეს ვიდეო 2022 წლის 6 დეკემბერს არის გადაღებული. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მინდა ასეთი გვახსოვდე ყველას. მე შენ ძალიან მიყვარხარ გენიოსო“, – წერს მალიბუ ტუღუში სოციალურ ქსელში.

„როგორ ჩუმად წახვედი, ძალიან მატკინე გული, ხომ მითხარი, კარგად ვარო… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ, ყოველთვის ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები!“ – ნინი შერმადინი ლევან შენგელიას ემშვიდობება

ჩემო ლევან, ყველაზე მეტად გვიყვარდა ეს კომპოზიცია. მაგრამ მე შენ მიყვარხარ ამ კომპოზიციაზე და ბევრ რამეზე მეტად, შენთან ერთად სცენაზე ყოფნა მიყვარს და შენი მოსმენა.. მალკა, დაიმახსოვრე – ამერიკაში მე შენი ნამდვილი პირველი მეგობარი ვარო, იცოდი თქმა. მართლა ეგრეა ლეო. არ მინდოდა ეს დილა გათენებულიყო. ძალიან დიდი მადლობა მაესტრო გაწეული ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ჩემი შესაძლებლობების დაჯერებისთვის.. რას არ გავიღებდი ახლა ისევ დამსვა და მამღერა შენთან. სულ მემახსოვრები, სულ ჩემს გულში და გონებაში იქნები და ყველა ნოტს შენთვის ვიმღერებ. ეს ვიდეო 2022 წლის 6 დეკემბერს არის გადაღებული. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ,მაგრამ მინდა ასეთი გვახსოვდე ყველას. მე შენ ძალიან მიყვარხარ გენიოსო

Posted by Maliibu Tugushi on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

ცნობისათვის, მუსიკოსი ლევან შენგელია 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 წლის ასაკიდან ის აშშ-ში ცხოვრობდა. სხვადასხვა დროს პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასსა და ნიუ-იორკში. პარალელურად, იყო საქართველოში განხორციელებული მუსიკალური პროექტების, მათ შორის, მუსიკალური საღამოების -„ჯადოსნური ღამე“ – ორგანიზატორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა Piano School of New York City-სა და Anselmo Academy of Music and the Arts-ში.

როგორც ცნობილია, მუსიკოსი მძიმე სენს ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g