LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ჩემი ცხოვრება მიყვარს“ – ცოცხალი ლეგენდა ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია

359
ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე

ლეგენდარულ და განუმეორებელ ნანი ბრეგვაძეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

„მართლაც დედოფალი ნანი ბრეგვაძე… ასევე მეფეთა შთამომავალი ლიზა“ – დღეს განუმეორებელი ნანი ბრეგვაძის და ლიზა ბაგრატიონის დაბადების დღეა

მომღერალი გადაცემას „შაბათ-კვირის დილა“ შვილთან, ეკა მამალაძესთან ერთად სტუმრობდა.

ნიკოლოზ წულუკიძესთან ინტერვიუში ლეგენდარული მომღერალი ამბობს, რომ უყვარს სიცოცხლე და თავისი განვლილი ცხოვრების წლები.

„ისიც არ ვიცი რამდენი წლის ვხდები, იმიტომ, რომ შეიძლება გული გამისკდეს, მაგრამ ასე რომ ვიფიქრო, მაშინ ძალიან მალე წავალ ამ ქვეყნიდან, ასე რომ არაფერიც არ მემატება (ასაკი), მშვენიერ ხასიათზე ვარ, ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ჩემი ცხოვრება მიყვარს, უმეტესად ჩემს ირგვლივ სიმშვიდე და სიყვარული იყო, ასე ვიცხოვრე“ – თქვა შეუდარებელმა მომღერალმა.

ინტერვიუ ნანი ბრეგვაძესთან

✨💖 ლეგენდარულ და განუმეორებელ ნანი ბრეგვაძეს დღეს 88 წელი შეუსრულდა 🗨️ „ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ჩემი ცხოვრება მიყვარს“ 🎥 ინტერვიუ ნანი ბრეგვაძესთან 🧡 ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს ვულოცავთ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას #შაბათკვირისდილა

Posted by შაბათ-კვირის დილა on შაბათი, 20 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები