LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს“ – ირაკლი კობახიძე

127
ირაკლი კობახიძე შუამთობა

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა.

როგორც „შუამთობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

„ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის

ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც“ – განაცხადა პრემიერმა.

შუამთობის სახალხო დღესასწაული

შუამთობის სახალხო დღესასწაული

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on კვირა, 04 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები