მამაკაცმა ცეცხლწაკიდებული „ფერარის“ ჩასაქრობად თავი დიდად არ შეიწუხა და წყალი აივნიდან გადმოასხა. შემთხვევა მონაკოში, მონტე–კარლოში მოხდა და მისი გადაღება თვითმხილველებმა შეძლეს.
როგორც კადრებში ჩანს, მდიდრულ Ferrari F40–ს ბოლი ასდის, მისი პატრონი კი ხანძრის ლიკვიდაციას თავისი ძალებით ცდილობს. მამაკაცი აალებულ წითელ სპორტქარს, რომლის საწყისი ღირებულებაც მილიონი ფუნტი სტერლინგია, წყალს აივნიდან ასხავდა.
ცოტა ხანში ადგილზე მეხანძრეებიც მივიდნენ, თუმცა ავტომობილი უკვე საკმაოდ დაზიანებული იყო.



