რუსი ტელეწამყვანმა და მომღერალმა მაქსიმ გალკინმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა და გამომწერებს ქართულად მიმართა.
„ძვირფასო თბილისელებო და დედაქალაქის სტუმრებო, სიხარულით გაცნობებთ, რომ 11 თებერვალს, საღამოს რვა საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება ჩვენი ნანატრი შეხვედრა“, – ამბობს გალკინი ვიდეომიმართვაში.