მალიბუ ტუღუშმა სიმღერა „ძველი ჰანგი“ ახლახან ახლებურად შემოგვთავაზა. „ტიკ-ტოკზე“ სიმღერა მალე გახდა პოპულარული, ახლა კი ის აშშ-ში მცხოვრებმა მომღერალმა „იუთუბზეც“ გაგვიზიარა, სრული ვერსიით.
„ეძღვნება ჩემს მერი ბებოს. „ძველი ჰანგი“ ახლა თქვენია, ყველა პლატფორმაზე დაიდება მალე, ვერ გალოდინეთ კიდევ, ამიტომ, ჯერ მხოლოდ ჩემს Youtube არხზე შეძლებთ მოსმენას. მიყვარხართ. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ღმერთმა იცის, როგორ ვნერვიულობ“.
მცირე ხნის წინ, როდესაც მალიბუ საქართველოს სტუმრობდა, ბებია ასე გაგვაცნო:
„გაიცანით დედიკოს დედა, ანუ ზღვისფერთვალება ბებო… ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ასევე კრიტიკოსია. ყველა ინტერვიუ ნანახი აქვს, ყველაზე მეტად სიმღერა „მადლობა” უყვარს და ყოველთვის, სოფელში მასთან ჩამოსვლისას განვიხილავთ ყველა სიახლეს რაც ჩემს ცხოვრებაშია. მთელი ბავშვობა, თვეობით მასთან ვიყავი სოფელში და ყველაზე ტკბილი და კარგი მოგონებები დამიგროვდა… მხოლოდ ის მინდა, რომ კიდევ დიდხანს მყავდეს და ვხედავდე მის კეთილ ღიმილს და თვალებს…“