LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა ბესელია შვილსა და რძალთან ერთად – “თავიდან მეშინოდა, არ დამიწუნოს-მეთქი“

916
ekabeselia2010

“პროფილმა” გადაცემა ეკა ბესელიას მიუძღვნა. მაია ასათიანმა ეკა ბესელია შვილთან, რატი მილორავასა და მის მეუღლესთან, ქეთი ყრუაშვილთან ერთად მიიწვია. კითხვაზე, იოლად გადაწყვიტეს თუ არა დაქორწინება, ეკა ბესელიას ვაჟმა ასე უპასუხა.

რატი მილორავა:

მე და ქეთის წელიწადნახევარია, რაც ურთიერთობა გვაქვს. ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულად მეჩვენებოდა. მე ეს აგდაწყვეტილება იმდენად რთული მეჩვენებოდა, რომ არ მეგონა, ასე სწრაფად თუ მივიღებდი. დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ამ თემას. მინდოდა, სწორად მიმეღო და სწორ დროს ასეთი გადაწყვეტილება. ალბათ, ასეთი რაღაცები უფრო დაუგეგმავად ხდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავიწყე მუშაობა და სოფლად გრანტების დარიგებით ვიყავით დაკავებული. ძალიან კეთილ და საინტერესო საქმეს ვემსახურებოდით.

ამ დროს ქეთიმ ამირ-დამირია ყვეალფერი. შემხვდა სამსახურში, აღმოვჩნდით ერთ ოთახში, როგორც სტაჟიორები. მიიქცია ჩემი ყურადღება. ქეთი იმდენად ჰუმანური ადამიანია, როგორსაც არ შევხვედრივარ. ამის მიუხედავად, მან მიმიღო, როგორც კონკურენტი. თურმე თავიდან არ მოვწონდი.

ქეთი:

სამსახურში ორი სტაჟიორი ვიყავით. განვიცდიდი, რომ მეორე ბიჭი იყო. ძალიან ვცდილობდი, რომ ბევრი მემუშავა, რომ არ დავეჩაგრე. ცოტა ხანს რატი წავიდა, მგონი, შვებულებაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთხელ ჩემმა უფროსმა მითხრა, რატი ბრუნდებაო. მე რადგან უფრო დიდხანს მომიწია სტაჟირებაზე ყოფნამ, ჩემმა უფროსმა გადაწყვიტა, რომ მისთვის მე ამეხსნა რაღაცები. მართლა ევრ ვიტანდი, მაგრამ ძალიან დავახლოვდით. თან ახლო-ახლო ვცხოვრობდით. რატი მატყუებდა, მანქანა არ მყავს და იქნებ, შენ მატარო სამსახურშიო. თურმე, ჰყავდა მანქანა.

რატი:
დაახლოებით ექვს თვეში ჩვენი გაცნობიდან ერთად ვიყავით და დაქორწინების გადაწყვეტილება მალევე მივიღეთ. სიყვარული რომ ავუხსენი, რომანტიკა იყო. ახალი წლის ღამეს ჯვრის მონასტერთან ავუხსენი სიყვარული. ხელი რომ ვთხოვე, მუხლი მოვიდრიკე და ვთხოვე ცოლობა.

მაია ასათიანის კითხვაზე, დედას როგორ უთხრეს ეს ამბავი, რატომ აღნიშნა: „დედას ვუთხარი, რომ სამსახურში მოვიხიბლე ერთი ადამიანით. თავიდანვე დადებითად განეწყო. მერე გავაცანი.

ქეთი:
ყველას უყვარს დედა, მაგრამ რატისთვის ეკა არის ყველაზე სპეტაკი და მნიშნელოვანი ადამიანი. ეს თავიდანვე ვიცოდი. შიში მქონდა, არ დამიწუნოს-მეთქი…

ქეთის ამ რეპილკაზე ეკა ბესელიამ გაიღიმა და აღნიშნა: „ჩემი გოგო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g